მუხრანის სასახლე
სასახლის მშენებლობა 1873 წელს დაიწყო, რომელიც 12 წლის შემდეგ დასრულდა. მისი მშენებლობა ეკუთვნის ივანე მუხრანბატონს. ეს უზარმაზარი მამული ქართული ელიტისთვის კულტურულ ცენტრად იქცა. ივანე მუხრანბატონი მასპინძლობდა უამრავ სტუმარს, მათ შორის ისეთ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები. მუხრანის მამულს რუსეთის იმპერატორიც ეწვია.სასახლე დროთაგანმავლობაში ცვლილებას განიცდიდა ქვეყანაში შექმნილი ვითარებების გამო.2002 წელს ქართველმა მეწარმეებმა "შატო მუხრანისა" და მისი ისტორიის აღორძინება დაიწყეს. ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის გარდასული დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია.შენობა სამსართულიანია და აქვს დიდი სარდაფი, სადაც ქარხნიდან გამოტანილ ღვინოს ინახავენ. სასახლის გეგმაში შედის მაღალი კლასის სასტუმრო ნომრები.